“ჰოდა, დადგა ეს მომენტი… მთავარი რჩევა მინდა მივცე საქართველოს მთავრობას…” – ლელა კაკულია

0
1299
39 Views

ლელა კაკულია სოციალურ ქსელში საკუთარი არქივიდან წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

“ქალბატონო ლელა, ქვეყნის შიდაპოლიტიკაზე კარგა ხანია, არ გვისაუბრია…

— გახსოვს, როგორ გავიძახოდი, ქართულ პოლიტიკაში დრო გაჩერდება, თითქოს ყველაფერი გაიყინება, ხალხს პოლიტიკა აღარ დააინტერესებს-მეთქი?
ჰოდა, დადგა ეს მომენტი: არაფერი სერიოზული და მნიშვნელოვნი ქვეყანაში, მის შიდაპოლიტიკაში არ ხდება. აი ამას ნიშნავდა ჩემი სიტყვები, სხვას კი არაფერს. რა უნდა ვთქვა, როცა ამ თემაზე ინფორმაცია არ მოდის? ჩემით ხომ არ მოვიგონებ რამეს, ან წარსულში ათასჯერ ნათქვამს ხომ არ გავიმეორებ მუდმივად? წინასწარმეტყველება წინ მიდის და მეც ზუსტად იმას ვიმეორებ, რასაც მანახებენ და მეუბნებიან. თუ ვინმეს აინტერესებს, რა მოხდება საქართველოს ახლო მომავალში, გაზეთის წინა ნომრები გადაიკითხოს და პასუხსაც იხილავს.
დარწმუნებულები ბრძანდებოდნენ ყველანი, რომ ჩემი ნათქვამი თითოეული სიტყვა პირწმინდად ასრულდება.

— ვფიქრობ, ბევრი ადამიანი დარწმუნდა იმაში, რომ თქვენი წინასწარმეტყველებები მართლაც უზუსტესად სრულდება და ამიტომაც შეწყდა აღვირახსნილი ლაშქრობა ლელა კაკულიას წინააღმდეგ.

— ჰო, მართლა, სად დაიკარგნენ ჩემი „მეგობარი“ პოლიტოლოგ-ჟურნალისტები? ძალიან მაგრად ხომ არ მოხვდათ ცხვირში? აკი ძალიან მაგრები და ჭკვიანები იყვნენ, რატომ ჩაიძირნენ ასე ერთმანეთის მიყოლებით?

ხომ ვურჩევდი, ნუ შეეხებით იმას, რაც არ გესმით, თქვენვე გავნებთ-მეთქი ეს. არ დამიჯერეს და თვითონვე აქვთ სანანებელი, თორემ მე ვერაფერი დამიშავეს და ვერც დამიშავებენ.

ეს იქით იყოს, მთავარი რჩევა მინდა მივცე საქართველოს მთავრობას: არცერთი წამით არ შეწყვიტოთ ქართული არმიის შეიარღება და მოძლიერება! ჯარი ისე უნდა მომზადდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდეს შეტევაზე. აუცილებლად უნდა გვქონდეს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო შეიარაღება, ანუ შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტი.

იცოდეთ, ქართული არმია უფრო ძლიერი იქნება, ბევრი ქვეყნის არმიაზე ძლიერი. ამას დაერთვება, ერთი მხრივ, პარტიზანული მოძრაობის გააქტიურება, მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის აალება და მერე ჩვენ დავსხდეთ და ვუყუროთ სანახაობას.

ჩრდილოეთ კვკასიის ქვეყნებმა თავად უნდა მიხედონ საკუთარ საქმეებს, მათი პრობლემების გადაწყვეტა ჩვენი საქმე არ არის. აფხაზეთში ხომ დარბოდნენ და ქართველებს თავებს აჭრიდნენ, ახლა საკუთარ თავებზე იწვნიონ ყველაფერი.

ევროპასთან და ამერიკასთან უნდა ვითანამშრომლოთ, როგორც ცივილურმა სახელმწიფომ, მაგრამ ისე კი, რომ არავინ გაბედოს, შეეხოს ქართულ კულტურას, ენას, სახელმწიფოებრიობას. სხვა ერებისადმი ტოლერანტობა ევროპამ და ამერიკამ საკუთარ სახლმწიფოებში გამოიჩინონ. ჩვენ კი ის უნდა ვაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყნას სჭირდება; ანუ, ევროსაბჭოს თუ ევროკავშირს დავეთანხმოთ რაღაც შემოთავაზებებზე, მაგრამ ვეცადოთ, ხელი არ მოვაწეროთ იმას, რაც ქვეყანას არ სჭირდება – მაგალითად, უცხოტომელების საქართველოში დაფუძნება, რომლებიც უნდა წავიდნენ აქედან”.

Cesko