“არ არის გამორიცხული,  მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში“ – ვის გულისხმობს ადვოკატი ხაჭაპურიძე

0
2014
27 Views

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „ბრეგაძეს სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული.

“ვთხოვ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მიმართოს პარლამენტს და შეუჩეროს უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს, პენიტენციური სამსახურის უფროსს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინაიდან არ არის გამორიცხული, მათ მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

Cesko