თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა

November 13, 18:43
0
939

85 წლის ასაკში თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კიტოვანი 1992-93 წლებში ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი იყო. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სამოქალაქო ომში.

კიტოვანი საქართველოს პირველი პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიასა და მის მხარდამჭერებს უპირისპირდებოდა.

ომისა და გადატრიალების შემდეგ 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით ის პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა საქართველოში კი 2012 წლის შემდეგ დაბრუნდა.

Cesko