ჩემი მშობლები იცნობენ მიშას. თავიდან როცა გაიგეს ჩვენი ურთიერთობა, არ დავმალავ, რომ სხვადასხვა რეაქცია ჰქონდათ, მათ შორის შიში, მაგრამ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ჩემი მშობლები ხვდებიან, რომ ასეთ ადამიანთან ერთად ცხოვრება არ არის მარტივი, უპრობლემო და მშვიდი,
თუმცა მათ იციან, რომ მე ასეთი ცხოვრება არასდროს მსურდა. მამაჩემი მიშაზე 10 წლით უფროსია, ისინი მალე დამეგობრდნენ, ჩემი მშობლები ძალიან განიცდიან ახლანდელ სიტუაციას და მხარდასაჭერად საქართველოში ჩასვლაც სურდათ. მაგრამ ახლა რთულია რამის გაკეთება. ახლა ბევრი რამ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.
მე და მიშამ მაშინ დავიწყეთ ურთიერთობა, როცა ის და სანდრა ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ. ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და მათ ჰქონდათ უფლება ამის აფიშირება არ გაეკეთებიათ. როცა მე და მიშამ ურთიერთობა დავიწყეთ, ისინი დაშორებულები იყვნენ. – აცხადებს იასკო.