20 Views
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.
„რასაც ჭამს ყველაფერს ირგებს, ის მომენტი, რომ ჭამს და არ სუქდება არ არის. ფიზიკური წინააღმდეგობა – ყლაპვის მოშლის ფუნქცია, ის რაც ხელს უშლის გადაყლაპვას არ არსებობს. ჩვენი კლინიკის მთელი რესურსი მიპყრობილია მისი ჯანმრთელობისკენ“, – ამბობს ნადირაძე.
რაც შეეხება პრეზიდენტის კვებას, როგორც ექიმი ეთერში განმარტავს, სააკაშვილი აქამდეც არ იღებდა კლინიკის საკვებს.
„საკვები ყოველთვის დედას ან მის ახლობლებს მოჰქონდა აქამდეც, განსაკუთრებით მოსწონს ეკა ხერხეულიძის გაკეთებული საჭმელი, ჩვენ მისთვის საკვები აქამდე არ მიგვიცია…“ – ამბობს ექიმი.