ნიკოლოზ ხაჩიძეს ,,რუსთავი 2-ში″ გადაცემა მოულოდნელად დაუხურეს და წამყვანმაც ტელევიზია დატოვა – რას წერს ტელეჟურნალისტი მომხდარის შესახებ?

0
745
19 Views

ჟურნალისტმა ნიკოლოზ ხაჩიძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″ დატოვა. ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში და კითხვასაც უპასუხა, რატომ არ გავიდა მისი გადაცემა ,,სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” ეთერში. ,

,მინდა, დავწერო იმაზე, რაც ხდება ახალი ჩემს ცხოვრებაში – არხის გადაწყვეტილებით, ,,სხვა კითხვების ნიკოლოზისგან” აღარ გავა ,,რუსთავი 2”-ის ეთერში. ,,ღამის პრაიმ თაიმიდან” წამოსვლის გადაწყვეტილება მე მივიღე, თუმცა ერთი გადაცემის ჩანაწერი გავა, სადაც ვიქნები.

არხიდან წამოვედი, თუმცა ამას განხეთქილება, კონფლიქტი და მსგავსი არაფერი უძღვოდა, ამიტომ სკანდალის მოყვარულებს იმედს გავუცრუებ, უბრალოდ, ამ ეტპზე ასე ვარჩიე. ბევრი ჩემი მეგობარი და კოლეგა რჩება ,,რუსთავი2”-ზე, ამიტომ ბევრი წარმატება და დიდი რეიტინგი მათ”, – დაწერა ნიკოლოზ ხაჩიძემ და მადლობა გადაუხადა მთელ გუნდს, ვისთანაც ერთად მუშაობდა.

Cesko