20 Views
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ არ არის მზად იფიქროს თავის პოლიტიკურ მომავალზენ და აღნიშნა, რომ გამარჯვებამდე პრეზიდენტი იქნება, მერე კი აუცილებლად ზღვაზე წავა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Netflix-ის სპეციალურ გამოშვებაში „ჩემი შემდეგი სტუმარი არ საჭიროებს წარდგენას“ დევიდ ლეტერმანთან განაცხადა.
„გამარჯვებამდე ნამდვილად ვიქნები პრეზიდენტი. შემდეგ რა იქნება, არც კი ვფიქრობ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, არ ვარ მზად. უბრალოდ, ძალიან მინდა ზღვაზე, ლუდის დალევაც ძალიან მინდა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.