22 Views
„რუსეთის შეშფოთება უკრაინის შესახებ მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით იგნორირებული იყო დასავლეთის მიერ, რაც გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების წინამორბედი“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მანამდე გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა გაზეთ Zeit-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „2014 წლის მინსკის შეთანხმება იყო მცდელობა, უკრაინას მისცემოდა დრო“. ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ მას ეჭვი ეპარება, ნატოს ქვეყნებს იმდენი გაეკეთებინათ მაშინ, როგორც ახლა აკეთებენ უკრაინის დასახმარებლად.