„ჩავედი და კარგად ვარ…“ – ძებნილმა მელაძემ კიდევ ერთი მიმართვა გამოაქვეყნა

0
806
20 Views

ძებნილი ვაჟა მელაძე, რომლის მიმართაც თაღლითობის მუხლით საქმე არის აღძრული, ქვეყანას ტოვებს – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაპოსტა და აღნიშნა, რომ აეროპორტში მისვლას არ აპირებს და საზღვარს სხვა ხერხით გადალახავს.

“ჩემზე სრულმაშტაბიანი ძებნაა გამოცხადებული და სპეცრაზმის ეკიპაჟები მეძებენ, აეროპორტში მისვლას არ ვაპირებ, ჩემით გავფრინდები ქვეყნიდან.

საავიაციოს რატომ ვსწავლობდი ვერასდროს ვერ ვხვდებოდი, ბევრი მეკითხებოდა რათ გინდაო და ახლა მივხვდი რატომაც, ყველა ნიჭს თავისი დრო ჭირდება, ყველა დროს კი დაფასება, ახლა კი მირჩევნია დამოუკიდებლად ვიფრინო.

მშვიდობით საქართველო, უფალი ფარავდეს ყველა იმ ქართულ ოჯახს ვინც ჩემს მხარეს იყავით წინ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მთავარია ჩემი ცოლი და შვილი ვიპოვო შემდეგ კი ერთად ყოფნა შევძლოთ.

ევროპის სასამართლოდან სიახლეებს აუცილებლად გამოვაქვაქვეყნებ, უბრალოდ გულის ტკივილამდე მენანება ქართველი ახალგაზრდა ვაჟკაცები ამ მთავრობის ხელში” – წერს მელაძე სოციალურ ქსელში

“ჩავედი და კარგად ვარ…” – დაწერა მელაძემ მოგვიანებით.

www.resonancedaily.com

Cesko