“ვერ გპასუხობთ, ძალიან მძიმედ ვარ” – რა შეემთხვა ირინა სარიშვილს?

0
2164
23 Views

ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს მის ბავშვებს ვირუსი შეხვდათ და მდგომარეობა ძალიან გაურთულდათ. ცუდად არის თავად სარიშვილიც. ის ბოდიშს უხდის მეგობრებს, რადგან ავადობის გამო შეტყობინებებს ვერ პასუხობს.

“ვირუსი სავარაუდოდ დაძლიეს ბარბარემ და სანდრომ. დანარჩენები ისევ ავად ვართ. სამწუხაროდ მარიამს, რომელსაც რკინადეფიციტური ანემია აქვს, თან დაერთო პნევმონია.

ქსელურ აფთიაქებში საბავშვო წამლების მწვავე დეფიციტია, თუმცა იგივე წამლები ორმაგ ფასად იყიდება არაქსელურ აფთიაქებში. გაძვირებულია ყველა სახის სერვისი, რაც ბავშვის ჯანმრთელობას ეხება.

დედისტრაკის გარეშე გადმოგეცით უახლესი ინფორმაცია. ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ პირად შეტყობინებებზე და ზარებზე, არც დრო მაქვს ამისთვის და არც თავი, რადგან მეც საკმაოდ მძიმედ ვარ.

მადლობა ყველას ყურადღებისთვის”- ნათქვამია განცხადებაში.

mix.metronome.ge

Cesko