უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“გამოეხმაურა:
„ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, მე პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა. მესმის, რომ რუსულ ყაიდაზეა გაზრდილი და მისთვის შეზღუდულია სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკი – მე მგონია, რომ ცოტა პატივისცემით უნდა მოეპყროს იმ საკითხს, რასაც დღეს „ქართული ლეგიონი“ აკეთებს. ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და მეგობრობის გამყარება.
მოვუწოდებ, სწორედ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ჩემთვის პირადად მისაღები არ არის, დაკავდეს იმით, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები და არა რუსული პოლიტიკა გაატაროს საქართველოში. არ ვიცი, რა კომენტარის გაკეთება შეიძლება, როდესაც ადამიანმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს.
რაც შეეხება კონფერენციას ევროპარლამენტში, არაერთხელ ვყოფილვარ დაპატიჟებული, მილაპარაკია და მე მგონი, ეს ღარიბაშვილის კომპეტენცია არ უნდა იყოს საერთოდ.
მე თვითონ პარტიული არასდროს ვყოფილვარ. არ ვყოფილვარ არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც სხვა რომელიმე პარტიის წევრი. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, ყველა ადამიანს აქვს. მე მგონი, ჯერ კიდევ შეგვიძლია საქართველოში გამოვხატოთ ჩვენი ნება და თავისუფლად ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. მე საერთოდ არ მქონია შეხება პოლიტიკურ პარტიებთან. ჩემი ერთადერთი შეხება იყო ის, რომ ჩემი და იყო პარლამენტის წვერი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რამდენადაც ვიცი ბოლო ერთი წელი“