დეკემბერი მოგვცემს ამოსუნთქვის და ჩანაფიქრის განხორციელების, მოქმედებისა და მკაფიო გეგმის შედგენის საშუალებას. გაიგეთ, რა გელოდებათ დეკემბერში და როგორ დასრულდება წლის ბოლო თვე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.
ვერძი
ეს ნამდვილად ფინანსური თვე იქნება ვერძისთვის. თუმცა იმაზე მეტი ფული გექნებათ, ვიდრე გეგმავთ. 3 დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერთან გამკლავებას მოახერხებთ.
პირადი ცხოვრების კუთხით, დეკემბერი ვერძს რომანტიკას უმზადებს, ბავშვებს კი მხოლოდ სიხარულსა და სითბოს მოუტანს!
კურო
2022 წლის ბოლო ფინანსებზე დაგაფიქრებთ. ვალების ან სესხების დასაფარად კარგი დროა. კარგი ანაზღაურება
გელოდებათ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტს გასცემთ, მით უფრო მეტს მიიღებთ. ხელსაყრელი იქნება დიდი შესყიდვები (თუმცა 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს).
ტყუპები
პლანეტების ენერგია მიმართული იქნება პირად ცხოვრებაზე, გუნდში მუშაობასა და საკუთარი საქმის წინ წაწევაზე. ურთიერთობების აგებაში სარგებელს მოგიტანთ საოჯახო ფსიქოთერაპია და მუშაობის სტრატეგიის გადახედვა ბიზნეს–პარტნიორებთან და კლიენტებთან.
ნუ მოელით დიდ რამეებს საკუთარი თავისგან. 22 დეკემბრამდე იმოქმედეთ ნელა, დაფიქრებით, არ ჩაებათ კონფლიქტებში, ყურადღება გაამახვილეთ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაზე და მიჰყევით მიზნებს.
კირჩხიბი
ოცნებების ასრულებასთან მიახლოების საუკეთესო შანსი გექნებათ, განსაკუთრებით სიყვარულსა და კარიერაში. წარმატების მისაღწევად ახალი ადამიანები უნდა გაიცნოთ. კარგად ჩაივლის სამედიცინო კონსულტაციები, დიეტა, ფიტნესი, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. საუკეთესო პერიოდი იქნება მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გასაფორმებლად.
ლომი
თქვენთვის დეკემბერი რომანტიკითა და შემოქმედებით იქნება სავსე. იღბლიანად ჩაივლის და თქვენი გამარჯვებით დასრულდება გამოსვლები, პრეზენტაციები, შეჯიბრებები. თვის დასაწყისში მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაციებისა და წინადადებების მიღება ბიზნესში. თუ გყავთ შვილები, მეტი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ მათზე.
ქალწული
თვის ბოლოს იქნებით ძალზე ენერგიული, ირგვლივ მყოფები დიდ ყურადღებას მოგაქცევენ. გაჩნდება ძველ მეგობრებთან შეხვედრისა და მათთან ერთად სადმე წასვლის სურვილი.
სასწორი
გექნებათ ყველა შესაძლებლობა და რესურსი სასურველის განსახორციელებლად. გამოჩნდება ახალი იდეები, რომლებიც შემდგომში კარგ შემოსავალს მოიტანს. ახალი წამოწყებები ახალი მიმართულებით წარმატებას მომტანი გახდება.
თვის დასაწყისში შეიძლება გაუმართლოს მათ, ვინც დიდი ხანია, სამუშაოს ეძებს – გამოჩნდება თქვენთვის შესაფერისი ვაკანსია და გაჩნდება სამომავლო პერსპექტივები. ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, შეძლებს გამოჯანმრთელებას.
მორიელი
მრავალი სიურპრიზი გელოდებათ პირად ცხოვრებაში. თვის მეორე ნახევრიდან კი კომპანიის (თქვენი ან სადაც მუშაობთ) გაფართოების შანსი გეძლევათ. გამოჩნდება საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის, იღბლიანი გარიგების ან დიდი შეკვეთის მიღების შესაძლებლობა.
მშვილდოსანი
თუ სასწაულების არასდროს გჯეროდათ, ახლა დროა, რომ იწამოთ. დეკემბერში მშვილდოსანს დატვირთული თვე ელის! იქნება ბევრი სამუშაო და საზრუნავი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ბევრ წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ ასევე იქნება ცუდი დღეებიც გელთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ დამთავრდება. პირად საკითხებში თვე ჰარმონიულად ჩაივლის.
თხის რქა
დრო თქვენ მხარესაა, ამიტომ არ იჩქაროთ. ბევრი შესაძლებლობა იქნება. კარგია სწავლის დაწყება. ასევე კარგი დროა რომანტიკისა და სიყვარულისთვის. ახალი ურთიერთობები ძალიან ემოციური იქნება.
მერწყული
დეკემბრის პირველ დეკადაში ყურადღება მიაქციეთ პირად ცხოვრებას. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ადამიანები თქვენთან კონტაქტზე აქტიურად წამოვლენ. არ აჰყვეთ სავსემთვარეობისა და მარსის ზეგავლენას და ენერგია სპორტსა და აქტიურ დასვენებაზე დახარჯეთ.
თევზები
თუ თქვენი საქმიანობა უკავშირდება რეკლამას, გაყიდვებს ან უძრავ ქონებას, თვის დასაწყისში თანხის მიღება ან მომგებიანი გარიგებები გელოდებათ.
ბევრი სამუშაო და საზრუნავი გექნებათ. უბრალოდ დაისვენეთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეალურად მიაღწიოთ თქვენს მიზანს. გადახედეთ თქვენს გეგმებს, უარი თქვით ყველაფერზე, რაც არასაჭიროა.
თვის მეორე ნახევარში აიმაღლეთ კვალიფიკაცია, შეამოწმეთ თქვენი ცოდნა, გუნდთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. თქვენი დახმარება შეიძლება თქვენს ახლობლებს დასჭირდეთ.