“შოთი არველაძის ერთმა პოსტმა მთელი ხელისუფლება დააყენა კუთხეში” – ჟორჟოლიანი

0
2816
23 Views

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, “ტვ პირველთან” ამბობს:

შოთი არველაძის ერთმა პოსტმა მთელი ხელისუფლება დააყენა კუთხეში, მთელი ხელისუფლება აიძულა რაღაცნაირად ამოღერღილი განცხადება და უტიფრად მოყოლებული სიტყვები, მე ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილის მისამძიმრებას, სჯობა, არაფერი ეთქვათ. უფასო კვლევა ჩაუტარათ შოთი არველაძემ – შოთი ხომ მათთვის არც ნაციონალია, არ არის აღქმული რადიკალურ მოწინააღმდეგედ და ამიტომ შოთის დაწერილმა პოსტმა და ძალიან მალე დაგროვილმა 20 000 რეაქციამ და შემდეგ მეტმა, ხელისუფლებას დაანახა… ამიტომაა მნიშვნელოვანი შოთის, ზაზა ფაჩულიას და სხვა ასეთ ტიპებს ჰქონდეთ სწორი რეაქცია. ახლა ამ ადამიანებზეა მთავარი, დიდი წვლილი, რა იქნება მომავალში. ხედავთ, ჩვენ რომ გვეგონა, ხელისუფლება არაფერზე რეაგირებს, არ აღმოჩნდა ასე, თურმე, ხელისუფლება რეაგირებს. როცა ხედავენ, რომ სადღაც საფრთხის შემცვლელია, იმიტომ რომ ვერ გამოვლენ, ნაციონალს ვერ დაუძახებენ, 1 წუთში ვერ გააშავებენ. ასეთ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობა…

„თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას…“ – შოთა არველაძე

Cesko