“მშვიდობის ქალაქში, ყველას ომი უნდა, თურმე, ვინც “ოცნებას” აკრიტიკებს” – გრიგოლია

0
913
21 Views

“როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია, როცა სამძიმარს ორი დღის დაგვიანებით ისმენს ხელისუფლებისგან..” –  ამის შესახებ ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, გადაცემა “რეაქციაში” აცხადებს:

“როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია, როცა სამძიმარს ორი დღის დაგვიანებით ისმენს ხელისუფლებისგან, როცა ოკუპირებული ქვეყნის მთავრობა ოკუპანტის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში მყოფ უკრაინას, მათი თხოვნის მიუხედავად, თურმე, როგორც დღეს გაირკვა, გენერატორებსაც კი არ აწვდის ამ ყინვაში. როცა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში იღუპებიან ჩვენი ბიჭები, ნამდვილი გმირები და სამძიმარს დაგვიანებით ძლივს ვისმენთ, გლოვის დღის გამოცხადებაზე, როცა 5 ქართველი ეცემა ბრძოლის ველზე, აღარაფერს ვამბობ. როგორი უნდა იყოს, ამ დროს, ჩვენი,  საზოგადოების რეაქცია, როცა გვეუბნებიან, რომ ხელისუფლებას მშვიდობა უნდა, ჩვენ ყველას ომი, მშვიდობის ქალაქში, ყველას ომი უნდა, თურმე, ვინც ქართულ ოცნებას აკრიტიკებს.”

Cesko