22 Views
უნგრეთმა უკრაინისათვის 18 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას ვეტო დაადო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა, მიჰალი ვარგამ დაადასტურა მისი მთავრობის წინააღმდეგობა უკრაინისათვის ევროკავშირის სესხის გაცემასთან დაკავშირებით.
უნგრეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას უკრაინისათვის ევროკავშირის ერთობლივი სესხის გაცემაში, თუმცა ოფიციალურმა ბუდაპეშტმა აღნიშნა, რომ უკრაინას დახმარებას ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში გაუწევს.