,,შემოგევლოს ჩემი თავი, შვილო…” – უკრაინაში დაღუპული ავთო რურუას ბოლო ხმოვანი შეტყობინება

0
682
20 Views

უკრაინაში დაღუპულმა მებრძოლმა ავთო რურუამ ბოლო შეტყობინება შვილს გაუგზავნა:

,,შემოგევლოს ჩემი თავი შვილო, მიყვარხარ მამა და ყველაფერი კარგად იქნება. კაი, სიცოცხლე, მე ახლა გავდივარ უკვე და ტელეფონი უნდა გავთიშო…”, – ეს იყო ქართველი მებრძოლის ბოლო ხმოვანი შეტყობინება.

ავთო რურუას მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და წერს, ყველაფერს გააკეთებს და საამაყო შვილებს გაზრდის.

,,მე და შენ, ავთო, საამაყო შვილები გვყავს. ბედნიერი იყავი საამაყო შვილები რომ გყავდა ამით. შენი შვილებისთვის ბევრი ბედნიერი დღე და სიურპრიზები გქონდა დაპირებული. შენ ვერ შეუსრულე შვილებს პირობა. მაგრამ მე გპირდები, რომ შენ შვილებს ისეთ გავზრდი, ყველას ეამაყებოდეს და შენმა მებრძოლმა სულმა იქიდან გაიხაროს.

ყველაფერს გავაკეთებ, გპირდები…

მშვიდად განისვენე ავთო… არ მჯერა, ამის დაწერა რომ მომიწევდა….
ალექსის და ანდრიას შეჰპირდი გმირულად სიკვდილს და დღეს გმირი ხარ!

მაგრამ შენ შვილებს შენ ცოცხალი სჭირდებოდი…”, – წერს 3 დეკემბერს უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი ავთო რურუას მეუღლე ელმირა ინალიშვილი.

წყარო: პრაიმტაიმი

Cesko