„პატარა ბავშვი ვაგონში შემოვიდა, ფულს ითხოვდა… ამ ბიჭმა ჩაიხუტა და…“ – ემოციური ამბავი თბილისის მეტროდან

0
3034
25 Views

 

„იცით ვინ არიან ამ ფოტოზე? არა? არც მე ვიცი. მაგრამ ზუსტად ვიცი რა არის ასახული – ეს არის უზომო სიკეთე და ბავშვის მიმართ უპირობო სიყვარული. ეს პატარა მეტროს ვაგონში შემოვიდა, ხურდა ფულს ითხოვდა. სათითაოდ მიდიოდა ყველა მგზავრთან, პირდაპირ სახეში უყურებდა და ისე სთხოვდა მოწყალებას.

ზოგმა ხელი ჰკრა დაუფარავი ზიზღით სახეზე… შემდეგ ამ ბიჭს მიადგა. ის ტელეფონში თამაშობდა, გოგონა „ჩაუხტა” ფაქტობრივად.

ახალგაზრდა არ გაიწია, არც ტელეფონის დამალვა-მოშორება უცდია, პირიქით ჩაიხუტა ბავშვი და რაღაცას სიამოვნებით ანახებდა და უხსნიდა.

2-3 გაჩერება გაიარეს ერთად, შემდგომ ბავშვს თითქოს გაახსენდა რომ „საქმეზე” იყო თუ „სამსახურში”, წამოხტა, ხელი დაუქნია და გაიქცა ვაგონიდან. ბავშვები თუკი გიყვარს უნდა გიყვარდეს ყველა, ასე უპირობოდ და უანგაროდ“, – წერს თამარ ბურკაძე.

თამარ ბურკაძე; სოციალური ქსელი

Cesko