22 Views
კურიერი, თორნიკე ნინიკაშვილი, უკვე მეორედ პოულობს უცხო ადამიანის საფულეს და მეორედ ეძებს მის პატრონს. ამჯერად, საფულის პატრონია დავით ბექაური.
თორნიკე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს:
“გამარჯობა, მეგობრებო, დედას გეფიცებით, ვკანკალებ მეორედ… ვინმე დავით ბექაური, მცხოვრები დედოფლისწყაროში, აუცილებლად უნდა ვიპოვოთ, მეგობრებო.
დავით, თუ ნახავ ამ ვიდეოს, აქ ასი ლარი და 20 ლარია, რასაც ვხედავ, გავაშრობ, სახლში მექნება, მეგობარო, დავით ბექაური ვიპოვოთ, აგერაა, მაგის სედანი, ვოლვოს რეგისტრაციის მოწმობა.
აბა, გავახაროთ ეს ადამიანი.”
შეგახსენებთ, პირველ ჯერზე, თორნიკე ნინიკაშვილმა ნიკოლოზ კიკნაძის საფულე იპოვა, საკმაოდ სოლიდური თანხით და პატრონს დაუბრუნა.