12.12.2022 – ჯადოსნური თარიღი, რომელსაც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილების გამოწვევა შეუძლია

0
566
22 Views

ადამიანები უკვე დიდი ხანია, ნუმეროლოგიას ენდობიან და ცხოვრების დაგეგმვასა და წარმართვაში აქტიურად იყენებენ. კონკრეტული რიცხვები მოვლენების, ხასიათის თვისებებისა თუ ირგვლივ განვითარებული ამბების გამოცნობაში გვეხმარება და ბევრ ჩვენგანზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს.

12 დეკემბერი ამ წლის ბოლო სარკისებური თარიღია. უფრო კონკრეტულად კი , ნუმეროლოგების თქმით, 12.12. 2022 ჯადოსნური თარიღია, რომელიც დაგვეხმარება, რომ კეთილდღეობა და წარმატება მოვიზიდოთ. ყოველ რიცხვს ორი მხარე აქვს: დადებითი და უარყოფითი. ორიანი ერთიანობის, ჰარმონიისა და დიპლომატიის სიმბოლოა.

12-ში შეგიძლიათ, წარმატებით გააფორმოთ ხელშეკრულება, მოაწესრიგოთ საბუთები და შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთანაც აქამდე კომუნიკაცია არ გამოგდიოდათ.

ახლა მოლაპარაკებისა და ურთიერთობებში ჰარმონიის ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო დროა. ეს დღე კარგია გუნდური მუშაობისა და ნაყოფიერი პროექტებისთვის.  თუმცა, როგორც ნუმეროლოგები აღნიშნავენ, ამ თარიღს უარყოფითი მხარეც აქვს.

ამიტომაც,

12 დეკემბერს შესაძლოა, სხვადასხვა ჭორისა და თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ, იგრძნოთ სხვების მხრიდან უპასუხისმგებლო და არასამართლიანი დამოკიდებულება.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ წლის ციფრთა ჯამი 6-ის ტოლია, ისევე, როგორც დღისა და თვის. 6 კი ნუმეროლოგიაში დამოუკიდებლობასთან, სილამაზესთან, კომუნიკაციასთან და ჰარმონიასთან ასოცირდება. ამ დღეს კომუნიკაცია გაცილებით მარტივი იქნება, ამიტომაც თუ ადამიანებთან დიდი ხანია დალაპარაკებას გეგმავთ, მაგრამ საჭირო დრო და სიტუაცია ვერ იპოვეთ, სწორედ ახლა დაიწყეთ განხილვა, მსჯელობა და თანამშრომლობა. თქვენი წამოწყება წარმატებით დასრულდება. გარდა ამისა, ეს დღე იდეალურია სილამაზის პროცედურების ჩასატარებლად. თუ იმიჯის შეცვლაზე ფიქრობთ, ან სხვადასხვა პროდუქციის შეძენას გეგმავთ, 12 დეკემბერი ამისთვის იდეალურია. ნუმეროლოგები მას ქალთა დღესაც უწოდებენ. რაც ყველაზე მთავარია, 6 სიყვარულის სიმბოლოა.

12 დეკემბერს მოგიწევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ.

საბოლოოდ თქვით უარი იმ ადამიანებზე, რომლებიც უბედურებას განიჭებენ და ტოქსიკურ ურთიერთობაში არიან. ხოლო მათ, ვინც გიყვართ, გამოუტყდით სიყვარულში.

გამოიჩინეთ ჰუმანურობა და სიყვარული სამყაროს მიმართ და გახსოვდეთ, ამ ემოციას პლანეტები უკან ორმაგად დაგიბრუნებენ. მაგალითად, გამოკვებეთ ჩიტები, დააპურეთ მიუსაფარი ცხოველები, დაზოგეთ წყალი და ასე შემდეგ. მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი და პარტნიორს აჩვენეთ, რომ გიყვართ.

აკონტროლეთ თქვენი განწყობა და ამ დღის გამოცდილება ცხოვრების მნიშვნელოვან მაგალითად ჩათვალეთ, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო დაგეხმარებათ.

Cesko