“საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთ- ერთი ყველაზე დიდი ბოროტება, რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს ძალადობა- “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე

0
1317
27 Views

საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთ- ერთი ყველაზე დიდი ბოროტება, რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს ძალადობა, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საპატრიარქო ერევა ისეთ საკითხებში, რომლითაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

„სამწუხაროდ, ის ფინანსდება ხალხის ფულით და ყველა ხელისუფლება, არამხოლოდ ეს ხელისუფლება, ცდილობს ხარკის გადახდით გამოიყენოს ეს ინსტიტუცია, რომელიც ფინანსდება ბიუჯეტიდან და ასევე, აქვს დიდი ძალაუფლება, რომ ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, ამ ძალიან მძიმე საკითხში, რაც არის ფემიციდი, ქალების კვლა, ცდილობს პასუხისმგებლობა მედიას, საზოგადოებას გადააკისროს და არ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას მაშინ, როცა აქვს ასეთი ძალაუფლება.

მე არ ვსაუბრობ რელიგიაზე, რწმენაზე, ვსაუბრობ ინსტიტუციაზე – საპატრიარქოზე, რომელიც სცდება საკუთარ უფლებამოსილებებს ძალიან ხშირად და ერევა პოლიტიკურ პროცესებში, სწორედ ამიტომ ვაფასებ მას როგორც რუსეთის გაგრძელებას, ამას აქვს კონკრეტული საფუძვლები: მილოცვა კირილის მიმართ, რომელიც ახლახან მოისმინა საზოგადოებამ, ასევე ის, რომ ვერასდროს ცნო უკრაინის ავტოკეფალია, ხოლო მაშინ, როცა პარლამენტში იხილება საკითხები, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის დემოკრატიას, პროგრესს, როგორიც არის მაგალითად, გენდერული საკითხები, დეცენტრალიზაცია, სექსუალური განათლება სკოლებში, ამ საკითხებს საპატრიარქო პირდაპირ ეწინააღმდეგება და ერევა პოლიტიკურ პროცესებში ისე, რომ პირდაპირ შეაფერხოს ამ ქვეყანაში პროგრესი, თანასწორობა, განვითარება და ქალთა კვლა,”- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს საპატრიარქომ ხაშურის ეპარქიაში მომხდარის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “მასმედიით მოხდა მონაზნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც… რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.”

მანამდე ეპარქიაში მომხდარს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა.

„ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი – დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა.

გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების (“მთავარი არხი”, ,,ტვ პირველი”, ,,ფორმულა”), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს.

ადრეც განვაცხადეთ, რომ 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, „რეპეტიციად“ ქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა. გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი „მთავარმა არხმა“ (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე). რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს (,,ტვ პირველი”) ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! – ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

Cesko