სამხედრო მეთოდი: 6 ნაბიჯი, რათა 2 წუთში, ბავშვივით ჩაგეძინოთ

0
668
David Prado/Stocksy United
27 Views

რა არის სამხედრო მეთოდი?

მალე დაძინების ეს მეთოდი, ცნობილია როგორც „სამხედრო მეთოდი“. ეს რუტინა, აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის შეიქმნა, რათა პილოტებს, 2 წუთში ან უფრო ნაკლებ დროში შეძლებოდათ ჩაძინება.

ამ მეთოდის რეალური წარმატებისთვის, პილოტებს დაახლოებით 6 კვირიანი პრაქტიკა დასჭირდათ, თუმცა საბოლოოდ ის გახდა მალე დაძინების ყველაზე ცნობილი რუტინა.

საქმე იმაშია, რომ „სამხერდრო მეთოდი“ მართლა მუშაობს! განუწყვეტელი სროლის ფონზეც კი, პილოტები დაახლობით 2 წუთში ახერხებდნენ ჩაძინებას.

მაშ ასედავიწყოთ:

  1. პირველ რიგში, მოადუნეთ მთელი სახე, მათ შორის, პირის ღრუში არსებული კუნთები.

 

  1. ამის შემდეგ, მოადუნეთ სხეულის ზედა ნაწილი: ჩამოუშვით მხრები, მოიხსენით ზეწოლა კისწრიდან და ხელები, სხეულის გვერდით, ბუნებრივ პოზიციაში დაალაგეთ.

 

  1. ამოისუნთქეთ და მოადუნეთ მკერდი. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესში, გაითვალისწინეთ, რომ მკერდი და მუცელი, აბსოლუტურად მოდუნებული უნდა იყოს.

 

  1. ახლა კი, სხეულის ქვედა ნაწილის დროა: მოადუნეთ ფეხები, ბარძაყები და კოჭები. დააკვირდით, რომ არც ერთი კუნთი არ იყოს დაძაბული.

 

  1. ამის შემდეგ, გონების მოდუნების დრო დგება: 10 წამის განმავლობაში, წარმოიდგინეთ დამამშვიდებელი სცენა. ის, რაც თქვენ ყველაზე მეტად მოგწონთ.

მაგალითადწარმოიდგინეთრომ ტბის პირასბალახზე ხართ წამოწოლილიუყურებთ ლურჯ ცასყურებში კიქარის მშვიდი ხმა ჩაგესმით.

  1. თუ უკანასკნელი მეთოდი თქვენთვის არ მუშაობს, გონებაში, 10 წამის განმავლობაში გაიმეორეთ: ნუ ფიქრობნუ ფიქრობნუ ფიქრობ და მართლაც არ მისცეთ საკუთარ ტვინს ფიქრის საშუალება.

თუ პირველი რამდენიმე მცდელობა წარმატებული არ იქნება, არ დანებდეთ. დაიმახსოვრეთ, ადამიანის ორგანიზმს დრო სჭირდება, რათა ახალ ჩვევებს შეეგუოს, ამიტომ, ძილის წინ, რუტინულად გაიმეორეთ ყველა ნაბიჯი. რაღაც დროის შემდეგ, ის აუცილებლად დაიწყებს მუშაობას და თქვენ 2 წუთში, ბავშვივით დაგეძინებათ.

ტკბილ ძილს გისურვებთ!

Cesko