გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

0
1405
20 Views

მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა.

ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მდგომარეობა იყო მძიმე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მამაკაცს 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, თერ­ჯო­ლა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი 24 ნო­ემ­ბერს მოხ­და.

ლეონიდე ზვიადაძემ, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით, ყოფილ მეუღლეს, 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ცეცხლი წაუკიდა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 19-109, 376-ე მუხლებით დაიწყო.

Cesko