”უცებ ჩემმა მეუღლემ დაიკივლა და უგონოდ დაეცა. მხლოდ ის მინდოდა სოფო და ბავშვი გადარჩენილიყვნენ…” – რა შეემთხვა ვახო ბიჭიკაშვილს

0
2094
27 Views

იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი ჟურნალ “სარკესთან” თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტზე საუბრობს, როდესაც ის და მისი ორსული ცოლი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. მისი თქმით ეს იყო საშინელება, რეალურად გაზის გაჟონვა მიმდინარეობდა სახლში და რა ძალამ გადაარჩინა დღემდე ვერ ხვდება.

“სოფო მაშინ სამი თვის ფეხმძიმე იყო. გოთუას ქუჩაზე ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში. სამსახურიდან დაღლილი მოვედი და წამოვწექი, სოფო აბაზანაში შევიდა. უცებ

მისი კივილი გავიგონე, წყალი შემომაწოდეო… მეც ვხვდებოდი, რომ კარგად ვერ ვიყავი. ვერც ერთი მივხვდით, რა გვჭირდა. ვთხოვე, გულის წამალი მოეტანა. მითხრა, ძალიან ცუდად ვარო. სოფო გულწასული დაეცა. რაღაც ძალამ, ალბათ, უფალმა, წამომაყენა, მასთან მივედი და მთელი ძალით ვურტყამდი, რომ გონზე მომეყვანა. როგორღაც აივნამდე მივიყვანე, რომ სუფთა ჰაერი შემოსულიყო. ერთადერთი იმაზე ვფიქრობდი, რომ სოფო და ბავშვი გადარჩენილიყვნენ. თვალი რომ გაახილა და გხედავო, მითხრა, მაშინ დავმშვიდდი. მერე როგორღაც მეზობელთან მივფოფხდი, მიშველეთ-მეთქი და სასწრაფო დახმარება მოვიდა. გადასხმები გაგვიკეთეს და საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ჩვენ რომ დაგვძინებოდა, დღეს არც ჩემი ცოლი იქნებოდა ცოცხალი და არც მე”

 

Cesko