ირაკლი იმნაიშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა – რამ აიძულა წამყვანი ჟურნალისტი ასეთი გადაწყვეტილება მიეღო

0
678
36 Views

ირაკლი იმნაიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან საკუთარი “ფეისბუქ-გვერდზე” გვერდზე დაწერა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ის ტელეკომპანიიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიდის.

„როდესაც „რუსთავი 2“ ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია. წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც „რუსთავი 2” არ არის მხოლოდ სამსახური. ეს მათი ოჯახია და ისინი არ შეუშინდნენ არც ბულინგს, არც უბინძურეს შანტაჟს. საოცარი იყო „რუსთავი 2“-ის პატრიოტებთან ერთად მუშაობა.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა ჩემი გული „რუსთავი 2“-ში რჩება“, – წერს ირაკლი.

Cesko