23 Views
ბათუმში ხანძრის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილში საწვავს ასხამდა, პარალელურად სიგარეტს მოუკიდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თავდაპირველად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.
„დაშავებული ცოტა ხნის წინ ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებას საჭიროებდა. მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული”, – განაცხადეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.