კაცი სახლიდან სამსახურში მივიდა და თავი მოიკლა – „მე და მისი შვილი მივედით, ოთახის კარი გავაღეთ და… ჩაკეცილი მკვდარი იყო ჩვენს წინ”

0
1049
22 Views

რუსთავში 85 წლის კაცმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცი მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და პარკს ალაგებდა. სამსახურიდან სახლში რომ არ დაბრუნდა სკვერში შვილმა მიაკითხა.

კაცი გარდაცვლილი სკვერში არსებულ სასაწყობე ოთახში იპოვეს.

“სამსახურში ვიმყოფებოდი, როცა ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილი მოვიდა და მითხრა, მამაჩემი სახლში არ მოსულაო და ხომ არ გინახიათო. დილას მე არ მინახია, მაგრამ სხვებს უნახავთ. მე შვილს ვუთხარი, წამოდი მის ოთახს განახებ-თქო, შესაძლოა ჩაეძინა-თქო.

მე და მისი შვილი რომ მივედით, შემთხვევით გასაღებით კარი გავაღე, დაემთხვა გასაღები. გავაღეთ და ვნახეთ ჩაკეცილი მკვდარი იყო ჩვენს წინ”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” თვითმხილველმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. მომხდარზე გამოძიება, სავარაუდოდ, სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.

ლეონიძის სკვერში მისული იყო ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელი რევაზ გოგიძეც.

ინფო რუსთავი

Cesko