“მიშისტი ვარ… ციხეში მიხაილ ნიკოლოზოვიჩის ადგილი არ არის” – რას ჰყვება 2021 წლის “ახალი ტალღის” ქართველი მონაწილე, რომელიც ომის შემდეგ, რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა?

0
724
17 Views

ნა­თია რიგ­ვა­ვა ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­იც­ნო. იმ­ჟა­მად რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღე­რა­ლი “ახალ ტალ­ღა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ბოლო ად­გილ­ზე გა­ვი­და, რის გა­მოც ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლის­თვის კრი­ტი­კა არ და­უკ­ლი­ათ. ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­რო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმ ფაქ­ტმა გა­ა­ღი­ზი­ა­ნათ, რომ 2014 წელს რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ის შემ­დეგ, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ნა­წილ­მა ლიტ­ვა, ეს­ტო­ნე­თი, ის­რა­ე­ლი, გერ­მა­ნია, ფი­ნე­თი და პო­ლო­ნე­თი, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. ამ სი­ა­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოც…

ამ ამ­ბი­დან წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ვი­და. ნა­თია ქარ­თულ მე­დი­ა­ში არც მა­შინ და არც მერე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რო­გორ შე­იც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა კონ­კურ­სის შემ­დეგ, რა აკავ­ში­რებს მომ­ღარლს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და რა­ტომ და­ტო­ვა რუ­სე­თი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ექ­სკლუ­ზი­უ­რად Ambebi.ge-სთან ისა­უბ­რა.

– ნა­თია, პირ­ველ რიგ­ში მო­გი­კი­თხავთ, რო­გორ ხართ ახლა, სად ცხოვ­რობთ, რო­გორ მი­დის თქვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა…

– უკ­რა­ი­ნა­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, ჩემ­მა ოჯახ­მა გა­დავ­წყვი­ტა, რომ თბი­ლის­ში გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ცხოვ­რებ­ლად. ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მუ­სი­კას­თან ვარ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი , დე­და­ჩე­მი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვო­კა­ლის­ტია. მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში იჯდა ხოლ­მე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უკ­რავ­და და ერ­თად ვმღე­რო­დით. შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­ფე­სი­ად გა­და­იქ­ცა, გნე­სინ­კა­ში ჩა­ვა­ბა­რე პოპ-ჯა­ზის ფა­კულ­ტეტ­ზე. ასე და­ი­წყო ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა…

ასევე დაგაინტერესებთ

– პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვენს შე­სა­ხებ მა­შინ გა­ვი­გეთ, რო­დე­საც “ახალ ტალ­ღა­ზე“ გა­მოხ­ვე­დით, რის გა­მოც გა­გაკ­რი­ტი­კეს…

– დიახ, გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ეს იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე… ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის ტყუ­ი­ლი და ჭო­რია, რო­მე­ლიც ჩემს სა­ხე­ლის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და. მას არა­ფე­რი აქვთ სა­ერ­თო სი­მარ­თლეს­თან.

– თქვენს “ინ­სტაგ­რამ­ზე” ვნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­დით, ცხა­დია ომის და­წყე­ბამ­დე, ალ­ბათ იქ ახ­ლობ­ლე­ბი გყავთ…

– უკ­რა­ი­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მარ­თლა ხში­რად ვყო­ფილ­ვარ იქ. ნა­თე­სა­ვე­ბი არა, ახლო მე­გო­ბა­რე­ბი მყავს. მათ გამო ახლა ძა­ლი­ან ვღე­ლავ. ჩემ­მა ბევ­რი მე­გო­ბარ­მა ქვე­ყა­ნა არ და­ტო­ვა.

– არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნა­შო გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, სად გა­ი­ცა­ნით?

– ეს ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მუ­ლი კი­თხვაა… ბა­ტონ სა­ა­კაშ­ვილს დიდი ხა­ნია ვიც­ნობთ. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი იც­ნო­ბენ ერ­თმა­ნეთს.

– დღეს თუ გულ­შე­მატ­კივ­რობთ მას, რო­გო­რია თქვე­ნი პო­ზი­ცია მის ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

– კი, მი­შის­ტი ვარ, თუ ამას გუ­ლის­ხმობთ. ცი­ხე­ში მი­ხა­ილ ნი­კო­ლო­ზო­ვი­ჩის ად­გი­ლი არ არის. მისი ად­გი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლე­ბა­ზეა, თა­ვის ხალ­ხთან ერ­თად. ეს ზუს­ტად ვიცი. ჩვენ ყვე­ლა ვღე­ლავთ და ვლო­ცუ­ლობთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის…

– სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ გყავთ ახ­ლობ­ლე­ბი?

– მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ თვე­ში ერთხელ დავფრი­ნავ­დი. აქ მყავს ორი ბე­ბია, დე­ი­და, ბიძა, დები, ძმე­ბი, ზო­გა­დად, დიდი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი გვაქვს.

– რამ­დე­ნად შეც­ვა­ლა თქვე­ნი გეგ­მე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით, უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომმა?

– მომ­ხდა­რის შემ­დეგ რუ­სუ­ლად სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან რთუ­ლია. თუმ­ცა მეს­მის, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ყა­ზა­ხე­ბი, ბე­ლო­რუ­სე­ბი და ა.შ. რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ და ენა არა­ფერ შუ­ა­შია. ბოლო დროს ემო­ცი­უ­რად საკ­მა­ოდ მძი­მედ ვარ. დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა, არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ მინ­დო­და. უბ­რა­ლოდ, და­ჯე­ქი შინ და ვუს­მენ­დი სევ­დი­ან სიმ­ღე­რებს. დღემ­დე მი­ჭირს თა­ვის შე­კა­ვე­ბა და პო­ზი­ტი­უ­რად ფიქ­რი.

– პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც გკი­თხავთ, ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი ხართ, ალ­ბათ ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გყავთ…

– მად­ლო­ბა კომ­პლი­მენ­ტე­ბის­თვის. დიახ, მყავს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, დე­და­ჩე­მი უკვე შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე ოც­ნე­ბობს, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ზე არ ვფიქ­რობ, ცხოვ­რე­ბა ისე­თი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია. იქ­ნებ ერთ თვე­შიც მოგ­ცეთ ინ­ტერ­ვიუ მო­ახ­ლო­ე­ბულ ქორ­წილ­ზე, ვინ იცის.

– რა გეგ­მე­ბი გაქვთ მო­მა­ვალ­ში, სად ხე­დავთ თქვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბას…

– ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ დუ­ეტს, პო­პუ­ლა­რულ არ­ტის­ტთან ყა­ზა­ხე­თი­დან M’Dee-სთან ერ­თად. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შა­ოა და ახა­ლი ეტა­პია ჩემს მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ში. ალ­ბომ­ზეც ვმუ­შა­ობ. ჩემს საყ­ვა­რელ ბა­ქო­ში ვი­დე­ოკ­ლი­პის გა­და­ღე­ბას ვგეგ­მავ. ბევ­რი კარ­გი მე­გო­ბა­რი მყავს იქ, რე­ჟი­სო­რე­ბიც და მხატ­ვრე­ბიც. ყო­ველ­თვის, როცა ბა­ქო­ში მივ­დი­ვარ, მთე­ლი გუ­ლით ვგრძნობ, რო­გორ უყ­ვართ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო და ეს სიყ­ვა­რუ­ლი ორ­მხრი­ვია.

– და­სას­რულს გკი­თხავთ, მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა, პი­რა­დად თუ იც­ნობთ მათ…

– მხო­ლოდ ზუ­რაბ კონ­სტან­ტი­ნო­ვიჩ წე­რე­თელს ვიც­ნობ. ფერ­წე­რის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი ჩემი საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვა­რი სა­ლო­მე რიგ­ვა­ვა ჩემი ნა­თე­სა­ვია. შე­ხე­დეთ მის გა­სა­ო­ცარ ნა­მუ­შე­ვარს და მიხ­ვდე­ბით რა­საც ვგუ­ლის­ხმობ. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მხატ­ვა­რი ალი შამ­სიც ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო…

ambebi.ge

Cesko