ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს

0
486
22 Views

ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მესხიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონთან არასრულწლოვანი სავარაუდოდ, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს.

დაჭრილი მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

Cesko