ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით დასრულდება – ირაკლი ბერაია

0
288
20 Views

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში პოლიტიკური კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც გადის რეზოლუცია სახელწოდებით „ნატო ახალ სტრატეგიულ ერაში“. სამუშაო ვერსიაში, ჩანაწერი არის საქართველოს თაობაზე და პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა. ეს ასამბლეა დასრულდება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლები ეტყვიან ყველას, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება, რომ ვერცერთი მესამე სახელმწიფო ასპირანტი სახელმწიფოების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ვეტოს ვერ დაადებს. როდესაც გვქონდა შეხვედრები, ყველამ დააფიქსირა, რომ შეცდომა იყო 2008 წელს საქართველოს ნატოში არმიპატიჟება და რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ქმედით ნაბიჯებს დგამენ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

Cesko