37 Views
შეგახსენებთ,რომ გიორგი ნაზღაიძისა და თამუნა მუსერიძის მეგობრობა 14 წელს ითვლის.მათ ერთად ბევრი რამ გადახდენიათ ერთ-ერთი ისტორია კი მეგობრებმა “ღამის პრაიმ-თაიმის“ ეთერში გაიხსენეს, რომელიც მათ წლების წინ თურქეთში გადახდათ.
“წავედით თურქეთში, ვიყიდეთ რაღაცეები, ვიშოპინგეთ. ვბრუნდებით უკან და ვიღაც ქალმა გვითხრა, აქ რიგიაო და მე გაგატარებთო, ჩემს წინ დადექით გიცნობთო. თურმე, ძალიან დიდი რიგია, ოთხსაათიანი. ეს დაინახეს მესაზღვრეებმა, რომლებმაც გვითხრეს, რომ კანონს ვარღვევდით. ვერ გავიგეთ რას გვეუბნებოდნენ, შემდეგ გავიგეთ, რომ გვიწერდნენ ჯარიმას 1000 ლირას, რომელიც არ გვქონდა. შესაბამისად მანქანას არ ვატანდით, რომ გადაეყვანათ საჯარიმოზე…“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.
ნახეთ ვიდეო: