Balenciaga-მ Twitter-ზე თავისი ანგარიში გააუქმა

0
321
24 Views

Balenciaga-მ Twitter-ზე თავისი ანგარიში გააუქმა და გახდა პირველი მსხვილი მოდური ბრენდი, რომელმაც სოციალური ქსელი ილონ მასკის მიერ შეძენის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Business of Fashion-ი წერს.

რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის General Motors-მა და Dyson-მა შეწყვიტეს თავიანთი სარეკლამო კამპანიები, ხოლო ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის ჯიჯი ჰადიდმა, საკუთარი ანგარიშები გააუქმეს.

სოციალური ქსელის შეძენის შემდეგ ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, ვინაიდან Twitter-ი ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავდა.

Cesko