გია ცაგარეიშვილი ევროპარლამენტის კომიტეტში მიღებულ დოკუმენტზე: მეუბნებიან, რომ კრიმინალი და ავაზაკი სააკაშვილი პოლიტპატიმარია

0
442
25 Views

ვფიქრობ, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან საუბარი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის მძიმე საუბარი, რადგან ზოგიერთი მათგანი ყველანაირ ზღვარს გასცდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ მრუდე სარკე აღიმართა ევროპარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომათა დარბაზში, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია. რაც არ უნდა ბრიუსელიდან, პარიზიდან თუ ვაშინგტონიდან თითი დამიქნიონ და მითხრა, რომ შევეგუო იმას, რომ ქართული ჯარის მძარცველი მედია მენეჯერად ვაღიარო, შევეგუო იმას, რომ მანიაკი ადეიშვილი ადამიანის უფლებების დამცველად ვაღიარო, შევეგუო იმას, რომ სააკაშვილი, რომელიც თავის საკუთარ ქალაქში, რეზიდენციიდან ხალხს ხოცავდა და დღეს ამბობს რომ ეძინა და არ გაუგია დარბევა რომ მიმდინარეობდა – ამას მაჩეჩებენ თვალებში და მეუბნებიან რომ კრიმინალი და ავაზაკი სააკაშვილი პოლიტპატიმარია. არსებობს რაღაც, რასაც მე ვერ გადავაბიჯებ. ეს არის ჩემი თავმოყვარეობა და მეხსიერება.

ჩვენ ნამდვილად არ გვინდა მტრების მომრავლება, ჩვენ გვჭირდება მეგობრები, მეგობრები გვჭირდება იქ, სადაც გვგონია რომ ჩვენი ადგილი არის“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

 

Cesko