მამუკა მდინარაძე IRI-ის კვლევაზე: პერსონალურ რეიტინგებში უფრო მანიპულირებენ, მაგრამ …

0
325
23 Views

პერსონალურ რეიტინგებში უფრო მანიპულირებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც აღიარებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე მთლიან ოპოზიციას ერთად აღებული, – ამის შესახებ პარტია „ქაართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, IRI-ის რამდენად მიკერძოებული ორგანიზაცია უტარებს საველე სამუშაოებს, ამის მიუხედავად, ერთად აღებული ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“ სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, კრებსით რეიტინგზე, ამ კვლევაშიც კი.

რეალურად, ვიცით, რომ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ასეთი კვლევებიც კი, რომელიც IRI-ის საქართველოში დღემდე ეთანამშრომლება, ემსახურება მაგალითად საპატრიარქოს იმიჯის დაზიანებას, პერსონების დაზიანებას. ამ კვლევაში ვხედავთ, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე ნინო ლომჯარიასა და გიორგი ვაშაძეს. ეს პუნქტიც კი, დასკვნების გამოტანის საშუალებას ძალიან ადვილად იძლევა.

უხეშად არის გაყალბებული საპატრიარქოს რეიტინგები, პერსონალური რეიტინგები. ეს არის ინდიკატორი იმის, თუ რამდენად სარწმუნო და რეალურია ეს ყველაფერი. ამის მიუხედავადაც კი, იმდენად მაღალია „ქართული ოცნების“, პარტიის ლიდერებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის მხარდაჭერა, რომ ამ ყველაფერს ვერ მალავენ, თუმცა, პერსონალურ რეიტინგებში უფრო მანიპულირებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც აღიარებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე მთლიან ოპოზიციას ერთად აღებული“, – განაცხადა მდინარაძემ.

Cesko