23 Views
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი პირი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ წუთებში ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.