„ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა… თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი… ცუდად ვარ ამას რომ ვწერ…“ – 17 წლის ბიჭს ავტობუსში თავს დაესხნენ?

0
422
22 Views

სოციალური ქსელში მომხმარებელი, ლუკა აბლოთია, რომელიც 17 წლისაა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისის ავტობუსში თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდახმა პიჯაკის გამო მოხდა, რომლის ღილებიც არასრულწლოვანს შეხსნილი ჰქონდა.


„ეს „კაცი” თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო, რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი რა შენი საქმეა, მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია, მერე კიდევ ერთმა წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი სადაც 112-ში დავრეკე. ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა.

დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ, მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126-ში გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა, მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი “ქალი” მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს, რადგან ცუდად ვარ ამას რომ ვწერ, მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს”, – წერს ლუკა აბლოთია.

Cesko