31 Views
ფეისბუქმომხმარებელი ზურა სტეფანია დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა ქართველმა მოპარა, სახუმარო პოსტით პასუხობს:
„ქურდი არა, მაგრამ პოლიციელი, რომელმაც ხვიჩას მანქანა იპოვა, ნახევრად ქართველი აღმოჩნდა. ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა:
,,მე ბავშვობიდან ნაპოლის თავგადაკლული ფანი ვარ. დღეს ვისვენებდი, მაგრამ როგორც კი გავიგე ხვიჩას მანქანა მოპარესო, სახლში ვერაფრით გავჩერდი. შატოდან სამსახურში საკუთარი მოტოციკლით გამოვცხადდი და ბიჭებთან ერთად შევუდექი ძებნას. ძალიან გამიმართლა, მანქანა მალევე ვიპოვეთ.
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორიული სამშობლო ასე გავახარე. ვიცი როგორ ნერვიულობდა ყველა. ამან უფრო მეტი ძალა მომანიჭა. აქამდე არ მიფიქრია საქართველოში წამოსვლაზე. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ იქ ცხოვრება მინდა. ცოლსაც ქართველს მოვიყვან. დედა მიყვება ხოლმე ქართველი გოგონების სილამაზის და ინტელექტის შესახებ. ქართულად და მეგრულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, აწი მეტს ვისწავლი. გენაცვალე საქართველოვ! მა სი მიორქ! “
ჯორჯო მარგალინი-გეგუჩავა 27 წლისაა და კარაბინერად 3 წელია მუშაობს“
ზურა სტეფანიას ხუმრობას, რა თქმა უნდა, მისი ფეისბუქმეგობრები მიუხვდნენ და კომენტარებში უწერენ – „მოვითხოვთ, ეს სიმართლე გახდეს“…