„უკან მივდივართ“ – გიული ალასანია

0
357
24 Views

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედში” შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:

„ფაქტია, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. სიცხე მარტიდან აქვს და დღესაც აღენიშნება. ექიმები ვერ ასახელებენ ზუსტ მიზეზს. თითქოს კლინიკაში ყურადღება არ აკლია, ძალიან ცდილობენ ეს ადამიანები, მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, უკან მივდივართ. წონაში აშკარად დაკლებულია, ძალიან გამხდარი მეჩვენა. საზღვარგარეთ გადაყვანას ძალიან ელოდება, უნდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ რა მოხდება, არავინ იცის”,

Cesko