26 Views
ძველ თბილისში, ცურტაველის 3 ნომერში სამსართულიანი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, მისამართზე რეგისტრირებულია ხუთი ოჯახი, თუმცა ნგრევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურისა და გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც კრწანისის რაიონის გამგებელმა განაცხადა, მოქალაქეებს დროებით სასტუმროში გადაყვანა შესთავაზეს, შემდეგ კი ქირით დააკმაყოფილებენ.