რუსეთი სამხედროებს ერთჯერადად 195 000 რუბლს გადაუხდის

0
385
28 Views

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სამხედროებისთვის ერთჯერადი დახმარების გადახდის შესახებ. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

სამხედროები, მათ შორის მობილიზებულები, რომლებმაც უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობის დროს კონტრაქტი გააფორმეს, ერთჯერადად 195 000 რუსულ რუბლს {8700 ლარი} მიიღებენ. ამ თანხას ყველა სამხედრო, მათ შორის უცხოელებიც მიიღებენ.

პუტინმა ეს დავალება მინისტრებს 19 ოქტომბერს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე მისცა.

მან განაცხადა, რომ მობილიზებულებისთვის ფულადი ანაზღაურების გადახდის მხრივ „პრობლემები შეინიშნება“.

Cesko