„როცა მაყაშვილებს დაიცავთ, არ დაგავიწყდეთ ზანგურის მცირეწლოვანი ბავშვები!“ – ბესო ზანგურის მეუღლე მაყაშვილების სკანდალს გამოეხმაურა

0
758
24 Views

მსახიობ ბესო ზანგურის ცოლი გვანცა წულეისკირი ფეისბუკის პირად გვერდზე მსახიობ თამარ მაყაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. იგი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მაყაშვილს მხარს უჭერს და მის დაბულინგებას აპროტესტებს. წულეისკირი აღნიშნავს, რომ მაყაშვილების ოჯახის მხრიდან თავად იყო წლების წინ ცილისწამებისა და ბულინგის მსხვერპლი.

„მართალია, აღქმისა და გამოხატვის უფლება ყველას უფლებაა, მაგრამ მისი ზღვარი იქაა, სადაც სხვისი იწყება. მედია იმისთვისაა, რომ ეს საზღვრები პირუთვნელად აკონტროლოს და დაიცვას და, არა პირიქით…

ჩემი ოჯახი არავინ დაინდო! 2 წელი თითქმის ტელეეთერებში, სოცქსელებში, ისხდნენ და გვაბულინგებდნენ! ამას ჩემი შვილები ისმენდნენ! „იუთუბში“ სათაურად აწერია – ბესო ზანგური მოძალადე, რომელსაც ჩემი შვილები ხედავენ, რომ შედიან ინტერნეტში! ჩვენ დიდი ტკივილი გადავიტანეთ უხმოდ! ეს არ დაივიწყოთ! არ დაივიწყოთ! გაიხსენეთ.

პ.ს. ჰო, როცა მაყაშვილებს დაიცავთ, არ დაგავიწყდეთ ზანგურის მცირეწლოვანი ბავშვები! და არც ის, რომ ქალმა შეგნებულად ცილი დასწამა ბესოს. აქვე, მათთვის, ვინც „ცილისწამებას“ ეჭვქვეშ დააყენებს: როცა „სცემეს“ ქალბატონის შვილი და დედამ, ხმა არ ამოიღო. დედამ ექსპერტიზის ცნობა არ აიღო, მე დედად არ მიმაჩნია და თქვენ როგორც გინდათ, არჩევანი თქვენზეა. 11 თუ 10, თუ 15 წლის შემდეგ „აჭიკჭიკება“ კი რატომ ხდება, ეს მე ვიცი და თქვენ თუ გინდათ დაიბრმავეთ თვალნი და დაყრუვდით, ეს თქვენი არჩევანია.

ახლა ლაპარაკობენ, ბულინგი, ბულინგიო. ქართული შესაფერისი სიტყვა ხომ ვერ დაიმახსოვრეს, მაგრამ არა უშავს და აბა, თამარი განიცდის მწარედ, თუ მისი „მცირეწლოვანი“ შვილები?

საქმე არა გაქვსო, ვიღაც იტყვის. მაქვს და ძალიან ბევრი, ვაკეთებ კიდევ ჩემს გასაკეთებელს. აი, თქვენ რას აკეთებდით, როცა დაუდასტურებელი დანაშაულის გამო ტაში დაუკარით ზანგურის დევნას, ამას რა ჰქვია იცით?“ – წერს გვანცა წულეისკირი.

ცნობისთვის ტელეკომპანია იმედის ეთერში მსახიობმა  თქვა: „არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულოელი ბავშვივით რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.

Cesko