მამუკა უდიდეს დარდს ატარებდა გულში, ეს მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით… – მამუკა ონაშვილზე ეს არავინ იცოდა

0
2080
22 Views

ნა­ტახ­ტარ­თან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა. 55 წლის ხე­ლო­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე დღე იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს… მისი მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი ჟურ­ნალ “გზას­თან” სა­უ­ბარ­ში ერ­თად გან­ვლილ წლებს, მათ მე­გობ­რო­ბას იხ­სე­ნებს.
– მალე 71 წელი მის­რულ­დე­ბა. ბევ­რი სიკ­ვდი­ლი ვნა­ხე, ულ­მო­ბელ­მა დრომ არა­ერ­თი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი წა­მარ­თვა, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა ტკი­ვი­ლი ერ­თდრო­უ­ლად გან­მი­ახ­ლდა. ახალ­გაზ­რდა მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე. შეძ­რუ­ლი ვარ. ამ შეშ­ლილ და გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში ადა­მი­ა­ნის სა­ხით მოვ­ლე­ნი­ლი ერთი დიდი სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი ჩაქ­რა… უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის­გან არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს, ამ­ქვეყ­ნად მე­ო­რედ ვე­ღარ მო­ვალთ და ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. თა­ვა­დაც დავ­დი­ვარ მან­ქა­ნით ქა­ლაქ­ში და, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ასე­თი სა­გი­ჟე­თი, ქა­ო­სი, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა არ­სად მი­ნა­ხავს… არა­ვინ არა­ვის უთ­მობს, ყვე­ლას სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბა, ვი­ღას ახ­სოვს კა­ნო­ნი, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა? მთა­ვა­რია, თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნოს და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლას სჯე­რა, რომ ცუდი ამ­ბა­ვი მას არ და­ე­მარ­თე­ბა.

გული მიკ­ვდე­ბა. ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რიც მა­მუ­კა იყო, ასეთ შეც­დო­მებს ეწი­რე­ბი­ან. ეს ხომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის და სამ­წუ­ხა­როდ, არც ბოლო იქ­ნე­ბა… ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თავ­გან­წი­რუ­ლი თა­ნად­გო­მა შე­ეძ­ლო. ახლა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ხალ­ხს ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია – ეს ასე ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში. სი­ცო­ცხლე­ში ვერ ვა­ფა­სებთ ადა­მი­ა­ნებს. ნი­ჭი­ე­რია და მორ­ჩა, ასე­თე­ბის მეტი რა გვყავ­სო? მაგ­რამ რომ გარ­და­იც­ვლე­ბა, მერე ხდე­ბა მისი აღ­ზე­ვე­ბა, ნა­თე­ლი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნა. ეს ალ­ბათ, სხვა ერ­საც ახა­სი­ა­თებს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თვე­ლებს. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ აქ სხვაგ­ვა­რი მე­გობ­რო­ბა, ახ­ლობ­ლო­ბა ვი­ცით და ადა­მი­ანს რომ დავ­კარ­გავთ, მის ფასს მერე ვი­გებთ. ალ­ბათ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასეა. მა­მუ­კას ახ­ლობ­ლე­ბის­თვის კი არა, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­ეძ­ლო გვერ­დში დგო­მა.

ჩვენ არ გვიკ­ვირ­და მისი საქ­ცი­ე­ლი, რად­გან ვი­ცო­დით, რო­გო­რი იყო. იმას, იმ უც­ნობს გაჰ­კვირ­ვე­ბია, მერე და­მე­გობ­რე­ბუ­ლან… მა­მუ­კამ­დე მა­მა­მის­თან ვმე­გობ­რობ­დი. მის­ნა­ი­რი კა­ცის შვი­ლი სხვა­ნა­ი­რი არ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. გენო უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, ისე­თი­ვე უან­გა­რო და კე­თი­ლი. მა­მუ­კა­ზე 16 წლით უფ­რო­სი ვარ, მაგ­რამ ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. მახ­სოვს, ჯა­რი­დან რომ ჩა­მო­ვი­და, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი იყო, შემ­დეგ მო­ი­მა­ტა. ყო­ველ­თვის და თა­ნაც, მხო­ლოდ სცე­ნა­ზე კი არა, მის მიღ­მაც ვმე­გობ­რობ­დით, რა­ღაც საქ­მე­ებ­ზე უცხო­ეთ­შიც წავ­სულ­ვართ მარ­ტო, არც იქ იც­ვლე­ბო­და.

– ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოლ­ხე­ნა…

– დიახ, ქორ­წი­ლებ­ში სულ თა­მა­დად ირ­ჩევ­დნენ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დი­ო­და. თა­ვი­სი ბუ­ბუ­ნა ხმით, გარ­შე­მო სიყ­ვა­რულ­სა და სი­კე­თეს აფ­რქვევ­და, იუ­მო­რით აღ­სავ­სე იყო. ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა შე­ეძ­ლო. ადა­მი­ა­ნებს რა­ღა­ცის მი­ხედ­ვით არას­დროს გა­მო­არ­ჩევ­და. ისეთ და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვართ, ტყვია რომ უნდა გა­ვარ­დნი­ლი­ყო და ერ­თმა­ნე­თი და­ე­ხო­ცათ, მა­მუ­კა უცებ ჩა­ე­რე­ო­და საქ­მე­ში და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მე­გობ­რე­ბად შორ­დე­ბოდ­ნენ. ამის ნიჭი ჰქონ­და…

სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბას მა­მა­მის­მა აზი­ა­რა. ისიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და და ცეკ­ვავ­და. მა­მუ­კაც ბო­ლომ­დე ემ­სა­ხუ­რა ამ საქ­მეს. ბუთ­ქუ­ნა იყო და სი­ა­რუ­ლი, ძვე­ლე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რო­ბა უჭირ­და, მაგ­რამ საქ­მე ხატ­ვით გა­აგ­რძე­ლა. მარ­თლაც, ყო­ველ­მხრივ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო… გულ­ში დარდს ატა­რებ­და, მაგ­რამ ამა­ზე სხვას არას­დროს უყ­ვე­ბო­და, მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებ­მა ვი­ცო­დით. არას­დროს გაგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ რა­ღაც აწუ­ხებ­და. ამი­ტო­მაც იყო დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი..

წყარო: siaxle.club

Cesko