რა ბედი ეწია ქალს, რომელიც ქუჩაში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად აღმოჩნდა? – “არ დაიჯერებთ არაფრით…”

October 5, 07:47
0
483

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქალს, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა, საზოგადოებამ იმდენი ფული შეუგროვა, რომ ახლა საკუთარი სახლი ექნება, ქონება კი ბავშვზე გადაფორმდა, რომელიც 2 წლისაა:

“ამხელა ბედნიერებას გულში რა დაიტევს მართლა

არ დაიჯერებთ არაფრით და დედას, ორ შვილთან ერთად, რომელსაც ზამთრის ქუჩაში გატარება ემუქრებოდათ, თქვენი, ყველას დახმარებით, თავისი საკუთარი სახლი ექნებათ

შეგროვდა ყველაფრისთვის საკმარისი ფული

ექნებათ ახალი, საკუთარი სახლი დაიწყებენ ახალ ცხოვრებას, ჩვენგან ექნებათ ყველაფერი, რაც ბავშვებს დასჭირდებათ,

სახლი გაფორმდება შვილზე, რომელიც ჯერ ორი წლისაა და მისი სრულწლოვნობის ასაკამდე, მეტს არავის ექნება განკარგვის საშუალება

ადამიანებმა, ადამიანებს საკუთარი სახლი უყიდეს და პატარები ქუჩაში ცხოვრებას და ყველა უბედურებას გადაარჩინეს

აი ასეთი ქვეყანა ვართ

ყველას უზარმაზარი მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამხელა ბედნიერებაში

ალბათ ღამე არცერთს არ დაგვეძინება, გააააავსკდით ემოციებით მართლა

იამაყეთ, რა ადამიანები ხართ

იამაყეთ, რამხელა ბედნიერებას აკეთებთ ერთად

იამაყეთ, როგორ გიყვართ ერთმანეთი

მე ძალიან მიყვარხართ ადამიანებო

#სიკეთეგადამდებია” – წერია მიმართვაში.

Cesko