3 ინვესტიცია, სადაც თქვენი ფული, დღესვე უნდა დააბანდოთ – ჩვენ არ ვსაუბრობთ ძვირადღირებულ ნივთებზე

0
345
29 Views

სამყაროში, დღის წესრიგს მატერიალიზმი ქმნის, ფულის გონივრულად ხარჯვა სიბრძნის ნიშანია. დღეს, ძალიან ადვილია ფინანსური რესურსების გაფლანგვა და ისეთი ნივთების შეძენა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას არანაირ ღირებულებას არ მატებენ. თუმცა, ფულით, ასევე შეიძლება *იყიდოთ* ისეთი *ნივთებიც*, რაც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიან.

#1 – არასოდეს შეწყვიტოთ ცოდნის მიღება.

დაიმახსორეთ, თქვენი გონება და თქვენი მისწრაფებები თქვენი ცხოვრების უდიდესი ფასეულობაა.საკუთარ სწავლასა და განათლებაში ინვესტიცია, არის ფულის გამოყენების საუკეთესო გზა, რომელიც შეცვლის თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტს.

ცოდნარომელიც გაქვთგეხმარებათ იპოვოთ საკუთარი ადგილი სამყაროშიის სრულიად ცვლის თქვენს რწმენებს და იმასთუ როგორ ექცევით სხვა ადამიანებს (და საკუთარ თავს)განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების მნიშვნელობას და გაძლევთ იმ მიზნებსრომლებიც განსაზღვრავენ თქვენს მომავალსთქვენი განათლების ხარისხიასევე განსაზღვრავს თქვენ უნარები მრავალფეროვნებასსაკუთარ თავის რწმენასუნარსამოიცნოთ შესაძლებლობები და ძალასმიაღწიოთ დასახულ მიზნებს.

თუმცა, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ფორმალურ განათლებაზე, უფრო მეტიც, ჩვენ ზუსტად ამაზე არ ვსაუბრობთ! განათლების მიღება, შესაძლებელია აკადემიური სისტემის მიღმაც: წიგნების კითხვა, ფილმების ყურება, სემინარების მოსმენა, ტრენინგებში მონაწილეობა, სამყაროს შემეცნება და ფსიქოლოგიური თერაპიები – ეს ყველაფერი, განათლების მიღების გზაა. ამიტომ, არასოდეს დაინანოთ ფული და შეეცადეთ, ყოველდღიურად ისწავლოთ რამე ახალი.

#2 – იკვებეთ ჯანსაღად და მოერიდეთ უხარისხო საკვებს

ამ მშვენიერ გონებას და სხეულს, რომელშიც მთელი ცხოვრება უნდა გაატაროთ, ძალა სჭირდება. საკვები კი, მთავარი საწვავია. ისთუ რას ჭამთ, გავლენას ახდენს თქვენს ენერგიაზეგანწყობაზეაზროვნებასა და გადაწყვეტილებების მიღების უნარზე. რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს თქვენს მთელ ცხოვრებაზე. ჯანსაღი კვება, არის თქვენი ახლანდელი და სამომავლო პრიორიტეტი.

#3 – იარეთ თერაპიაზერათა იპოვოთ თქვენი ცხოვრების მიზანი

რატომ არ ეხმარებით თქვენს გონებას, რომელიც გამუდმებით გეხმარებათ, რათა სწორად გაანაწილოთ პრიორიტეტები, ამოხსნათ დასახული ამოცანები და მიაღწიოთ ემოციურ წონასწორობას?

იმისთვის, რომ თერაპიაზე დაიწყოთ სიარული, საჭირო არ არის, რთული ბავშვობა ან სტრესული ცხოვრება გქონდეთ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ სურვილიიყოთ ბედნიერი ადამიანირომელიც სწორად აანალიზებს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებსარ ეშინია დაბრკოლებების და იცისრომ გონებამართალია ადამიანის ყველაზე დიდი ძალაამაგრამ შესაძლოაის მთავარი სისუსტეც გახდეს.

Cesko