“კუთხეში ჩავიკეცე ტკივილისგან, მოკუნტული, 7-8 მატარებელმა გაიარა, ხალხი შედიოდა-გამოდიოდა, არავინ მაქცევდა ყურადღებას…” – რა შეემთხვა მეტროში ჟურნალისტს

0
716
20 Views

“სამსახურისკენ მივდიოდი მეტროთი, საშინლად ცუდად გავხდი. ერთ-ერთ სადგურზე ძლივს ჩამოვედი და კუთხეში ჩავიკეცე ტკივილისგან, მოკუნტული. 7-8 მატარებელმა გაიარა. ხალხი შედიოდა-გამოდიოდა, არავინ მაქცევდა ყურადღებას საერთოდ… ტკივილგამაყუჩებელი მქონდა დალეული და სიმწრით ველოდებოდი როდის გამივლიდა. ღაპაღუპით მდიოდა ცრემლები. ადამიანები სახეში მიყურებდნენ და არც კი ინტერესდებოდნენ რა მჭირდა – იქნებ ცუდად ვიყავი, იქნებ გადახტომა მინდოდა ლიანდაგებში (ღმერთმა დამიფაროს), იქნებ უბრალოდ სიტყვიერი ნუგეში მინდოდა… არანაირი არაფერი და ეს კიდევ უფრო ცუდად მხდიდა…

მხოლოდ ერთი, 18 წლის გოგო მოვიდა ჩემთან, ამდენ ხალხში… ჩაიცუცქა, ხელზე ხელი დამადო, როგორ ხართო, მკითხა… და არ წასულა არსად, ჩემთან დარჩა სანამ უკეთ არ გავხდი. ლიზა ქვია ამ პატარა გოგოს და დღეიდან ჩემი მეგობარია.
საყვარელი, კეთილი ლიზა.
სირცხვილი დანარჩენებს… რა უგულოები ყოფილან, რა გულგრილები…
რა ცუდი, საშინელი შეგრძნებაა, როცა ცუდად ხარ და არავინ გეხმარება, არავინ გეკითხება რა გჭირს…
ეხ…”, – წერს ჟურნალისტი.

Cesko