„ეუბნებოდა, რომ სხვა ბავშვი იყო ცუდად და მას უნდა დახმარებოდნენ…“ – მოქალაქე ყვება, რომ ვარკეთილის მეტროდან ბავშვების მოტყუებით გატაცება სცადეს

0
440
28 Views

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხარეებლი ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს რომ ვარკეთილის მეტროსთან მცირეწლოვან ბავშვებს მამაკაცი აედევნა და მათ წაყვანას მოტყუებით ცდილბოდა. ბავშვს კი თავად დაეხმარა და სახლის კარამდეც მიაცილა
„არ ვიცი რამდენად გამართული ტექსტი გამომოვა მაგრამ, რომ არ მოვყვე გული გამისკდება!

საჯარო ლექციიდან ვბრუნდებოდი, ვარკეთილის მეტროდან 366 ავტობუსში ავედი, რომ სახლამდე მივსულიყავი. ავედი თუ არა 5 წუთში, ატყდა კარებთან ერთი ამბავი. თავიდან მეგონა რომ ცოლ-ქმარი ჩხუბობდნენ, მერე გავიგონე როგორ უყვიროდა ეს ქალი: ბავშვებს რატომ მიყვებიო? ეს კაცი ამაზე ამბობდა, რომ არავის მივყვები სახლში მივდივარ, აქეთ ვცხოვრობო. ქალბატონმა გვთხოვა, რომ ბავშვები სახლამდე მიგვეცილებინა, ერთი 10-12 წლის იქნებოდა, მეორე 6-7 წლის, პატარა ძალიან შეშინებული იყო. წამში მივხვდი რაც ხდებოდა, ბავშვებს ვუთხარი რომ მე მივიყვანდი სახლამდე და არ ენერვიულათ. ეს კაცი არ ჩერდებოდა ავტობუსში, ამოსვლა უნდოდა, ბოლოს გადაუდგა ავტობუსს, იმდენად თავხედი აღმოჩნდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მძღოლმა კარი გაუღო, ამოდი მაშინ რეებს მიკეთებო, ატეხა ხალხმა ერთი ამბავი, რას ჰქვია უშვებო და რომ მიხვდა რომ აქ ვერაფერს იზამდა და თან ბავშვებსაც გამცილებელი ჰყავდა, წავიდა. უბრალოდ მინდოდა ბავშვები ადგილზე მშვიდობით მიმეყვანა, თორემ სხვა დროს პოლიციას გამოვუძახებდი ან ჩემი ხელით წავათრევდი ასეთ ნაგავს!

გამოვკითხე ბავშვები და მოტყუებით უნდოდა მათი წაყვანა, ეუბნებოდა, რომ სხვა ბავშვი იყო ცუდად და მას უნდა დახმარებოდნენ. 2 ძალიან კარგი ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი გამომყვნენ, ბავშვი სახლის კარამდე მივიყვანე ძიძა და უფროსი ძმა იყო სახლში და ავუხსენი სიტუაცია, იქნებ ბავშვებს შეეშინდეთ და არ უთხრან თქო. წამოვედი სახლში, გაბრაზებული და გამწარებული. არ მავიწყდება ამ ბავშვების შეშინებული სახეები, განსაკუთრებით პატარა ბავშვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიწისქვეშ იცით რა ხდება და შუა ცენტრში მეტროსთან, სადაც კამერებითაა გადატენილი ყველაფერი, ასეთი დამნაშავეები როგორ დადიან თავისუფლად?!

მშობლების საყურადღებოდ: გაატანეთ ბავშვებს ელექტროშოკერები ან რაიმე თავდაცვის მექანიზმი, ან არ გაუშვათ მარტო! ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ შეიძლება!”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

მოგვიანებით იგი განმარტავს, რომ ბავშვების მამა პოლიციელი აღმოჩნდა და ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

Cesko