„მოვუწოდებ ვაშინგტონს, დააბრუნოს საზღვარგარეთ განთავსებული ყველა ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე“ – რუსეთის ელჩი აშშ-ში

0
257
172 Views

აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონს მოუწოდებს, რომ შეერთებული შტატების მიერ მის საზღვრებს გარეთ განთავსებული ყველა ბირთვული იარაღი უკან დააბრუნოს.

მისივე თქმით, დასავლეთმა ნატოს მისიების ფარგლებში არაბირთვული სახელმწიფოების მონაწილეობით ბირთვული იარაღის ტესტირების პრაქტიკა უნდა შეწყვიტოს.

„ამ დაძაბულობისა და გაზრდილი რისკების პერიოდში ბირთვულ სახელმწიფოებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამასთან დაკავშირებით, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ვაშინგტონს, დააბრუნოს საზღვარგარეთ განთავსებული ყველა ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე, გარდა ამისა, შეწყვიტოს ასეთი საბრძოლო მასალის გამოყენების ტესტირების პრაქტიკა არაბირთვული სახელმწიფოების სამხედრო პერსონალის მონაწილეობით ნატოს „ერთობლივი ბირთვული მისიების“ ფარგლებში“, – განაცხადა ანტონოვმა.

Cesko