რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ერგო ყველაზე მძიმე ბედი და რომელი ებრძვის უიღბლობას?
ვერძი
მტავარი პრობლემა, რაც ვერძს ცხოვრებას ურთულებს, მისი კატეგორიულობა და გაზივიადებისკენ მიდრეკილებაა. ვერძებს შეუძიათ უმნიშვნელო პრობლემები გაბერონ მსოფლიო მასშტაბამდე, რის მიღმაც მათი გადაწყვეტის გზა არ ჩანს. ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულება დაღს უსვამს მათ, ხდებიან აგრესიულები, ხანდახან სადიზმამდეც კი.
ტყუპები
ტყუპებს ორი სერიოზული წინაღობა აქვს ბედნიერი ცხოვრებისკენ – ფატალიზმისკენ მიდრეკილება და ცვალებადობა. მათი ხასიათი არ ექვემდებარება ლოგიკას და კანონზომიერებას, ამიტომ ბევრს არ სურს მათთან საქმის დაჭერა. ტყუპები ამას განგებ არ აკეთებენ, უბრალო, რაღაც ამოუცნობი მიზეზების გამო უცებ იცვლიან აზრს და გადაწყვეტილებას. წარუმატებლობის დროს კი პრობლემას საკუთარ თავში არ ეძებენ. მოსწონთ ფიქრი, რომ ყველაფერში მათი უიღბლობაა დამნაშავე.
კირჩხიბი
კირჩხიბის ბედნიერებას ხელს უშლის სიფრთხილე და უაზრო მეოცნებეობა. კირჩხიბებს უამრავი პოზიტიური თვისება და ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნიათ, თუმცა, ამ ბაგაჟს განვითარებისთვის და მიზნების მისაღწევად კი არა, საკუთარ თავში კარგად დამალვისთვის იყენებენ. ბედი კი მათ ანებივრებს, ვინც უშიშრად მიიწევს თავისი მიზნებისკენ და არ ეშინია შექმნილი ფანტომების.
სასწორი
სასწორი მთელი ცხოვრება ებრძვის ”მინდა ვიყო”-ს. ძალიან არის სხვის აზრზე დამოკიდებული, ამიტომ ნებისმიერ ტყუილზეა წამსვლელი, რათა დაიმსახუროს შექება, აღფრთოვანება. და ამ საქმიანობაში კარგავს ძალიან დიდ ენერგიას, ამიტომ, არ შეუძლია საკუთარი იდეების განხორციელება. მხოდოს სხვების ჩანაფიქრებისა და პროექტების განვითარება ძალუძს.
მორიელი
მორიელი საკუთარ ბედს თავადვე ქმნის. თუმცა, მსუბუქი გზებს არ ეძებს და ამიტომ ქვეცნობიერად მიილტვის უსიამოვნებებისკენ, რადგან გულწრფელად სწამს, რომ ბედნიერების მოპოვება იოლი არ არის. დიდი უნარი აქვს, შეეწინააღმდეგოს სირთულეებს და შემდეგ საოცარი გზით ფერფლისგან აღდგეს. სწორედ ამიტომ, მედი მას ღირსეულ მეტოქედ მიიჩნევს და არ აკლებს თავგადასავლებს.
თევზები
თევზების მთელი უბედურება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნაა. ზოგიერთი მიდრეკილია მელანქოლიისკენ, ზოგს კი პირიქით, ნერვიული ენერგეტიკული ბუნება აქვს და მუდმივად დაძაბულ რეჟიმშია. განუწყვეტელ ბრძოლას ბედის გამოცდით მათ მორალურ და ფიზიკურ დაუძლურებამდე მიჰყავს. ძალებს არ იშურებენ, რათა დაამტკიცონ, რომ ბედნიერების ღირსი არიან და საკუთარი რწმენის მძევლები ხდებიან. ამიტომ, როცა პრობლემა მოადგებათ, ვერ ხვდებიან, რისთვის დაიმსახურეს!