ზელენსკიმ რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია

0
385
24 Views

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია.

„ვესაუბრე ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს. მე მჯერა, რომ პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებსა და ბრიტანულ ხელმძღვანელობას შორის დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად მომავალში მხოლოდ გაძლიერდება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

25 ოქტომბერს რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

42 წლის სუნაკი თანამედროვე ისტორიაში ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. მისმა წინამორბედმა, ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 20 ოქტომბერს განაცხადა. ის მთავრობის მეთაურად მხოლოდ 45 დღის განმავლობაში მუშაობდა, რაც ყველაზე მოკლე პერიოდია თანამედროვე ბრიტანეთის ისტორიაში.

მეტი რიში სუნაკის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

Cesko