“ქალბატონო „რუბლოვნა“, იქნებ ჯერ შენ აიღო პასუხისმგებლობა” – ლევან ნიკოლეიშვილი ელენე ხოშტარიას

0
419
30 Views

„სხვის უბედურებაზე და ტრაგედიაზე, პოლიტიკური ქულების დაწერა რომ ძალიან ამორალურია საქართველოში, ამის პასუხისმგელობასაც თუ აიღებ, ცუდი ნამდვილად არ იქნება!“ – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი  პარტია „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერს, კახა კალაძეს პასუხისმგებლობის აღებისკენ და გადადგომისკენ მოუწოდებს.

„ქალბატონო რუბლოვნა, იქნებ ჯერ შენ აიღო პასუხისმგებლობა? იქნებ ჯერ შენ გვითხრა რუსული ფული უფრო ტკბილია, თუ კეზერას ფული? იქნებ იმაზეც აგეღო პასუხისმგებლობა პერფომანსებს და აქციებს რომ ატარებ, ამით რამეს აკეთებ, თუ უბრალოდ იმ ფულს „აპრავებ“, რომელსაც აქ სიტუაციის ასარევად გიგზავნიან. სხვის უბედურებაზე და ტრაგედიაზე, პოლიტიკური ქულების დაწერა რომ ძალიან ამორალურია საქართველოში, ამის პასუხისმგელობასაც თუ აიღებ ცუდი ნამდვილად არ იქნება!“ – წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

Cesko