ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელსაც დაარქვეს სააკაშვილის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლების მოთხოვნა, დაეკარგა ფასი და წონა – ნანა კაკაბაძე

0
319
22 Views

ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის და ჩვენთვის მითუმეტეს. ასეთი ჩანაწერებით, ასვე „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობით 9 წლის განმავლობაში, ასეთმა რეზოლუციამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და თავისი წონა, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას „იმედი LIVE“-ში.

„დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელსაც დაარქვეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლების მოთხოვნა, დაეკარგა ის ფასი, ის წონა, ის ღირებულება და რაც მთავარია ის რეზონანსი, რაც ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. თუნდაც ხმების ის რაოდენობა. 652 დეპუტატიდან მხოლოდ 91-მა მიიღო მონაწილეობა და აქედან მხოლოდ 56-მა მისცა ხმა. ესეც განპირობებული იყო იმით, ჩემი აზრით, რომ როდესაც ასეთი არაადეკვატური ჩანაწერი გაჩნდა ის, ვინც იცის ღირებულებების ფასი, იცის რას ნიშნავს პოლიტპატიმარი და და ა.შ. ეს ადამიანები ბუნებრივია თავს შეიკავებდნენ ასეთი ფუჭი, წყალწაღებული და გაუფასურებული რეზოლუციის მხარდაჭერისგან“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

Cesko